Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს. 1967 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" №3 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხანაში, საამქროს ოსტატად; 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1976 წელს დააწინაურეს სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1984 წლიდან იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1992 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველად; 2012 წლიდან მუშაობს შპს "№5 კლინიკური საავადმყოფოს" მშენებლობა-რეკონსტრუქციის ხელმძღვანელად; მისი უშუალო მონაწილეობითა ხელმძღვანელობით აშენებულ და რეკონსტრუირებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: მეცხოველეობის კომპლექსი გარდაბნის რაიონში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა (რეკონსტრუქცია), თბილისის სახელმწიფო იპოდრომი ქ. თბილისში (რეკონსტრუქცია), ათობით საცხოვრებელი სახლი და სხვა; აქტიურად იყო ჩართული სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში (ჯანდარაში, ბოლნისში, გომბორში და უდაბნოში), ასევე მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობების გაძლიერება-აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში, რაჭისა და იმერეთის რეგიონებში; დაჯილდოებულია საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 121-122 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |