შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კაკიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1986 წელს - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან - მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1990-1998წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1991-1998წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, დიცენტი; 2003-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროფესორი; 2003-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი; 2003-2006წწ. - მასმედიის და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი, პროფესორი, 2006-2008წწ. - სრული პროფესორი; 2008 წლიდან - საერო ინსტიტუტი "რვალი", სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი; 2010 წელს - ამიერკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრი, პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ენის ლეჩხუმური დიალექტი (რაჭულთან და იმერულთან მიმართებით)", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სიტყვის მნიშვნელობის ცვლის საკითხები ქართულში (დიაქრონიული ანალიზი)", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.469; არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge; m.facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |