The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ველიჯანაშვილი

ალექსანდრე ველიჯანაშვილი
Date of birth:10 June, 1968  (56 years)
Category:Architect, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1993 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი - "ბიზნესის უმაღლესი სკოლა", ბიზნეს ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით 1994 წელს; 1993-1997წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტი.

1985-1989წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციაში "საქმედრემპროექტი" - არქიტექტორად; 1989-1994წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "ორიონის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების არქიტექტორად; 1993-1995წწ. მუშაობდა საპროექტო ჯგუფში, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის ო. ჯაყელის ხელმძღვანელობით, არქიტექტორად; 1995-1998წწ. ახორციელებდა სხვადასხვა ობიექტების დაპროექტებას, ინტერიერების დიზაინის დამუშავებას, მშენებლობის ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობას, კერძო პრაქტიკის ფორმით; 1999-2006წწ. იყო კომპანია "Autodesk"-ის და კომპანია "Graphisoft"-ის სერტიფიცირებული ტრენერი და მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში; 2007-2009წწ. მუშაობდა არქიტექტორად შპს "optimum"-ში და ახორციელებდა პროექტების მენეჯმენტს, პროექტების ექსპერტიზასა  და მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას; 2009-2011წწ. იყო შპს "ოპტიმალ გრუპ"-ის მთავარი ინჟინერი; 2011 წლიდან შპს "ოპტიმალ გრუპ+"-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორია; ხელმძღვანელობს ინსპექტირების ორგანოს; აღნიშნული ორგანიზაცია, საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტირებული, სამშენებლო სფეროს ინსპექტირების ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა; 2017 წლიდან ინსპექტირების ორგანოების საერთაშორისო ასოციაცია "GEOC"-ის წევრია; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, მათ შორის: კინოთეატრ "კარიბჭეს" მუზეუმად რეკონსტრუქციის ქ. მცხეთაში, მთათუსეთის სოფელ დართლოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე UEFA-ს სტანდარტით მშენებარე ბუნებრივსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის, სასტუმრო "მარკო პოლო"-ს, დაბა გუდაურში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზის და სხვა; განხორციელებული აქვს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტებისა და მიმდინარე სამშენებლო პროცესების ინსპექტირება, მათ შორის: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის" პროექტს, თბილისის მეტროს ახალი სადგურის "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის", კოპიტნარისა და თბილისის აეროპორტების ტექნიკური სამსახურის შენობების, იუსტიციის სახლების და სხვა; ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, ავტომატიზებული დაპროექტებისა და გეომეტრიული მოდელირების თემატიკაზე; მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. 

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 2002 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 122-123

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1995-)

Share: