შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემურ თავართქილაძე![]()
ბიოგრაფიადაბაადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ბიუროში ინჟინერ კონსტრუქტორად; 1964 წლიდან საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში უფროს ინჟინრად და პროექტის მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ქალაქის კეთილმოწყობის საპროექტო სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; 1983 წელს დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის დირექტორად; 1996-2012წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; თავისი შრომითი საქმიანობის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კომუნალური და საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტებაში, ქ. თბილისის კეთილმოწყობასა და მხატვრული იერსახის გაუმჯობესებაში; არის ავტორი და თანაავტორი საქართველოს რეგიონებში საბავშვო ბაღების, სკოლებისა და პროფგანათლების ობიექტების პროექტირებაში; შრომითი საქმიანობის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი 500, 110 და 200 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |