შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოდოტი თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1950 წელს. 1951-1953წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ოფიცრის რანგში; 1953-1962წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო სამმართველოში - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში - სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, №25 მოძრავ მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: პირველი 100 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. სამტრედიაში, ჩაის მიმღები და გადამამუშავებელი ფაბრიკები, საბავშვო ბაღები და სკოლები, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის შენობა, სამტრედიის ხის გადამამუშავებელი კომბინატის კომპლექსი და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 128 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |