Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა თოდრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს. 1971-1973წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", ტოპო-გეოდეზიური განყოფილების ტოპოგრაფის თანაშემწედ; 1978-1982წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკვებმრეწვის" სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი; 1982-1991წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" სამშენებლო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1991-1993წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და კომპლექტაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1993-1993წწ. მუშაობდა შპს "საქსოფლელექტრომშენის" მთავარ ტექნოლოგად; 1995-1998წწ. იყო შპს "ქაჩი"-ს დირექტორი; 1998-2002წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ელექტროგადაცემის" კაპიტალური მშენებლობისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამმართველოს პროექტირების სექტორის მთავარ სპეციალისტად; 2002-2004წწ. იყო შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ანალოგიური სექტორის ინჟინერ-ეკონომისტი; 2004-2006წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპანია "თბილისი"-ს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების წამყვან ინჟინრად; 2006-2008წწ. იყო შპს სამშენებლო კომპანია "ჯეო-გილი"-ს ანალოგიური განყოფილების უფროსი; 2008-2017წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო ჯორგია"-ს განვითარების დეპარტამენტის სექტორის უფროს სპეციალისტად; 2017 წლიდან არის შპს "ოპტიმალ გრუპ+"-ის ტექნიკური მენეჯერი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგოსისტემის აღდგენისა და განვითარების საქმეში; შრომითი დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 128-129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |