შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი ზამბახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგორზღვა, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1978 წელს. 1978-1987წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად; 1987-1993წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე ლაბორანტად; იყო ამავე კათედრის ასპირანტი; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1993 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის, სამშენებლო მექანიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის მიმართულების პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი; 2002-2006წწ. იყო შპს "მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს" მიწვეული ექსპერტი; 2010 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის "სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების საინჟინრო პრობლემების" განყოფილების უფროსი; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, ინფრასტრუქტურული და სპორტული დანიშნულების ობიექტის დამუშავებაში, მათ შორის: შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობების რეკონსტრუქციის, ასევე ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქციისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის რეკონსტრუქციის, საბავშვო გასართობი პარკის "ციცინათელა"-ს დაბა შეკვეთილში და ქ. ბათუმის დელფინარიუმის კონსტრუქციული ნაწილის; აგრეთვე საერთაშორისო სკოლის (QSI) შენობების ქ. თბილისში, ქ. ერევანში (სომხეთი), ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) და ქ. ტირანაში (ალბანეთი), რაგბის სტადიონის დიდ დიღომში, ფეხბურთის სტადიონის ქ. ფოთში და სხვა; ავტორია 58 სამეცნიერო სტატიის, 3 სახელმძღვანელოს და 4 გამოგონების. მონაწილეობდა 10 სამეცნიერო კონფერენციაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 124-125 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |