The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ თოფურია

ზურაბ თოფურია
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:1998  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1957 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ქალაქ არტიომოვსკში (ციმბირი), ტრანსმაგისტრალის მშენებლობაზე, ცვლის უფროსად, ჯგუფის ხელმძღვანელად, ტრანსმაგისტრალის მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1964 წელს გადმოდის თბილისში და მუშაობას იწყებს მეტრომშენში, ჯერ ჯგუფის უფროსად, შემდეგ №1 სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდგომ დაინიშნა №1 სამმართველო უფროსად; 1975 წელს ინიშნება საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გზათა მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1985-1990წწ. იყო მეტრომშენის დირექტორის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1990-1998წწ. საპროექტო-სამშენებლო ცენტრის დირექტორი; მისი მონაწილეობით აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები, დაპროექტებულია და აშენებულია კოოპერატივის "მეტროს" ქარხანა, მონაწილეობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კონსტრუქციულ-არქიტექტურულ პროექტირებაში; მისი ხელმძღვანელობით აშენებულია სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზა. შრომის ორდენის კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 130

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: