შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინსტიტუტი 1896 წელს. 1896-1899წწ. მუშაობდა "თბილისი-ერევნის" რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე; 1899-1902წწ. იყო ამ ხაზის საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1906-1918წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერი; 1912-1915წწ. კახეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1915-1918წწ. ამ გზის მმართველი; 1918-1919წწ. იყო საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი; 1919-1925წწ. კახეთის რკინიგზის დირექტორი და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს კონსულტანტი; 1922-1923წწ. იყო "ნატანები-ოზურგეთის" რკინიგზის ხაზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1925 წელს "სენაკი-გაგრის" რკინიგზის ხაზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 130-131
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |