შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1977 წელს. 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში წამყვან სპეციალისტად, შემდეგ თბილისის საქალაქო საბჭოს დაქვემდებარებაში არსებულ ქ. თბილისის ისტორიული ზონის კვლევის ცენტრში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გენგეგმისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურში, ასევე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე; იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 1985 წელს დაიცვა დისერტაცია, ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებზე; ძირითადი სამუშაოს პარალელურად, შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი, მათ შორის 5 წიგნი ქალაქმშენებლობითი განვითარების, სოციოლოგიური კვლევებისა და ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე; 2004 და 2005 წლებში თანაავტორებთან ერთად მიენიჭა დიპლომი, წიგნის 2 ტომეულზე "თბილისის ქალაქმშენებლობითი განვითარების პრობლემები" აქტუალური თემატიკის მეცნიერული გააზრებისათვის. 1991 წელს მიენიჭა აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომისათვის "ქ. თბილისის სტრუქტურის განვითარების ქალაქმშენებლობითი ასპექტები - ისტორია და თანამედროვეობა" მიენიჭა საკავშირო არქიტექტორთა კავშირის დიპლომი (1990). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |