Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა თუმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1977 წელს. 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში წამყვან სპეციალისტად, შემდეგ თბილისის საქალაქო საბჭოს დაქვემდებარებაში არსებულ ქ. თბილისის ისტორიული ზონის კვლევის ცენტრში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გენგეგმისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურში, ასევე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე; იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 1985 წელს დაიცვა დისერტაცია, ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებზე; ძირითადი სამუშაოს პარალელურად, შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი, მათ შორის 5 წიგნი ქალაქმშენებლობითი განვითარების, სოციოლოგიური კვლევებისა და ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე; 2004 და 2005 წლებში თანაავტორებთან ერთად მიენიჭა დიპლომი, წიგნის 2 ტომეულზე "თბილისის ქალაქმშენებლობითი განვითარების პრობლემები" აქტუალური თემატიკის მეცნიერული გააზრებისათვის. 1991 წელს მიენიჭა აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომისათვის "ქ. თბილისის სტრუქტურის განვითარების ქალაქმშენებლობითი ასპექტები - ისტორია და თანამედროვეობა" მიენიჭა საკავშირო არქიტექტორთა კავშირის დიპლომი (1990). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 131 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |