შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მევლუდ წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი 1978 წელს. 1973-1974წწ. მანგლისის საბჭოთა მეურნეობის მუშა; 1978 წელს თეთრიწყაროს რაიკოოპკავშირის საქონელმცოდნე; 1978-1980წწ. საქართველოს ალკკ თეთრიწყაროს რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, მდივანი; 1981-1984წწ. საქართველოს ალკკ თეთრიწყაროს რაიკომის პირველი მდივანი; 1984-1991წწ. საქართველოს კპ თეთრიწყაროს რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1991 წელს სამღერეთის კომერციული მეურნეობის კომპლექსის ეკონომისტი; 1991-1992წწ. თეთრიწყაროს საცდელ-ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4.26 თეთრიწყაროს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარი: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.388 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |