შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა იასამნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1973 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №3 სამშენებლო ტრესტში მუშად; 1973 წელს ქ. თბილისის ქარხანა "მაგნიტიფონი"-ს სამშენებლო სამმართველოში, მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975 წელს იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ოპერატიული სამმართველოს უფროსი ინჟინერი; 1976-1982წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო სამმართველოში წამყვან ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1982-1993წწ. საწარმოო გაერთიანება "სამთო ქიმიის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების წამყვან ინჟინრად; იყო რაჭის სამთო ქიმიური ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; გაერთიანება "სამთო ქიმიის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1994-1998წწ. შიდა ქართლის მხარეში, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი მშენებლობის, არქიტექტურისა და კომუნალური მეურნეობის საკითხებში, დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1998-2004წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, შიდა ქართლის მხარის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 2005 წლიდან არის ს.ს. "სამშენებლო ტრესტი №3"-ის ტექნიკური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2016 წლიდან არის ა(ა)იპ "დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირი"-ს ექსპერტი მშენებლობის საკითხში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის მასშტაბით განახლებული მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული, ასევე თავდაცვითი დანიშნულების ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული, რაჭის რეგიონში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლებისა და ობიექტების აღდგენითი სამუშაოების შესრულების ღონისძიებებში; ასევე ცხინვალისა და გორის რაიონებში კონფლიქტის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურული, სამრეწველო ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 132
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |