შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოო გაერთიანება "თბილწყალკანალში" ინჟინრად; 1966-1980წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს "საქმთავარენერგოს" ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის დირექციაში უფროს ინჟინრად; ხელმძღვანელობდა ქ. მარნეულში 6 კვტ-ანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის რკინაბეტონის ანძების ქარხნისა და ქ. თბილისში ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე "საქმთავარენერგოს" ახალი კორპუსის პროექტირებასა და მშენებლობას; 1980-2002წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 2002 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქ. თბილისის ელექტროქსელების დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა 220 და 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის ელექტრომომარაგების ქსელების განვითარებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 133
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |