შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო წინწკალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის დაგეგმვა 1990 წელს, ასპირანტურა 1993 წელს. 1993-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წამყვანი სპეციალისტი; 1993-1994წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ეროვნებების საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.390 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |