The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა კვაჭანტირაძე

მანანა კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი:1957  (68 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში XX საუკუნის ლიტერატურის სპეციალობით. 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1999წწ. - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2000წწ. - თანამედროვე ლიტერატურული პროცესების განყოფილების გამგე; 1993-1994წწ. - "კავკასიური სახლის" კავკასიური ლიტერატურის სექტორის ხელმძღვანელი; 1994-1998წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი; წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას; 1997-2006წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული საატესტაციო საბჭოს წევრი; 1998 წლიდან - საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი და მეცნიერ-ხელმძღვანელი; 2000-2006წწ. - საინსტიტუტე სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი და მონაწილე; მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში; სამეცნიერო მოღვაწეობას პარალელურად უთავსებდა პედაგოგიურ საქმიანობასაც: 1989-2001წწ. - თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიის წევრი; 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ლექტორი; ამავე წლებში იყო საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ჯგუფის კოორდინატორი; 2003 წლიდან - თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1991-1993წწ. - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" საინფორმაციო განყოფილების თანამშრომელი; 1994-1998წწ. - გაზეთ "ფინანსების" რედაქტორის მოადგილე და სარედაქციო საბჭოს წევრი; 2005 წლიდან - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალ "კრიტიკის" რედაქტორი, ასევე სამეცნიერო ჟურნალ "AKADEMIA" და სამეცნიერო კრებულ "ლიტერატურული ძიებანის" რედკოლეგიის წევრი; სხვადასხვა ავტორთა ათამდე სამეცნიერო წიგნის რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, რეფერატულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში), ავტორია 20-ზე მეტი არაპროფილური საგაზეთო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის; 2006 წლიდან - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული სალიტერატურო კრიტიკა და "ახალი ადამიანის" ფორმირების პროცესი 20-იანი წლების პოეზიაში", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის სემიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.472; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - გაზეთ "კავკასიონის" ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ნაწ. 2 : ქართული ლიტერატურა : ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების პრიზმაში: შუასაუკუნეებიდან პოსტსაბჭოთა ეპოქამდე (თანაავტორი). - თბილისი, საარი, 2016. - 250გვ.. - ISBN: 9789941461279
  • ვექტორები : სტატიები, წერილები (ავტორი). - თბილისი, შ. რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი, 2013. - 326გვ.. - ISBN: 9789941057762
  • ქართული ლიტერატურა მოდერნიზმისა და რეალიზმის მიჯნაზე : ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილის და ნიკო ლორქიფანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავს (თანაავტორი). - თბილისი, ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა, 2010. - 82გვ.. - ISBN: 9789941025143
  • გამეორება : წერილები, ესეები (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2005. - 231გვ. . - ISBN: 999400851X
  • წერილები ლიტერატურაზე (ავტორი). - თბილისი, 2001. - 312გვ.
  • მე ჩემს საკუთარ შენობას ვაგებ : ნარკვევი გურამ გეგეშიძის შემოქმედებაზე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 160გვ.

გააზიარე: