The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ კიკვიძე

ზაალ კიკვიძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის სპეციალობით 1986 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1993 წელს.

1998-1999წწ. - ლუნდის უნივერსიტეტი, მიწვეული მკვლევარი; 2013-2014წწ. - მალმოს უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულება, სრული პროფესორი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წელს - მიწვეული პროფესორი, ვენეციის კა’ფორსკარის უნივერსიტეტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავლობითი რიცხვის ფორმათა სტილისტური დანიშნულებისათვის ქართულში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ენა კულტურაში და კულტურა ენაში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.472, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: