Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაიდა კროტენკო![]()
Biographyდაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენა, ლიტერატურა და გერმანული ენა. 1976 წლიდან - ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1980 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის რუსული და საზვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1982 წლიდან - ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1987 წლიდან - რუსული ლიტერატურისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1989 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004 წლიდან - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგის მოადგილე; ამავე წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე; 2006 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი სლავისტიკის მიმართულებით; 2006-2009წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის მიმართულების სრული პროფესორი; 2014 წლიდან - სლავური ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2016 წლიდან - სლავური ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "А.И. Куприн в Грузии", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწერლის შემოქმედებითი ინდივიდუალობა ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე თეორიების შუქზე", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.474; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |