შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი ესვანჯია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხურჩა, მარტვილის რაიონი. 1902-1903 წლებში ჩაება მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში, მისი მონაწილეობით დაარსდა ფოთის რსდმპ ჯგუფი, რომელიც ჩემდეგ კომიტეტად გადაკეთა. 1904 წელს სამეგრელოში დააარსა არალეგალური კომიტეტი, 1905 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ზუგდიდის რევოლუციურ მოძრაობასა და რევოლუციურ მუშაობაში; აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა დაბა ხოფასა და რედუტ-კალეს საბოქაულოში, აგროვებდა ფულს. 1905 წელს ჩამოაყალიბა არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრი ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელობით, რომელსაც მეთაურობდა ლოზანას უნივერსიტეტის სტუდენტი სიმონ ძველაია. 1905 წლის 2 დეკემბერს სხვებთან ერთად განაიარაღა ფოთის პოლიცია, საწყობიდან იარაღი გაიტაცა მეფის მთავრობის საწინააღმდეგოდ. გასამართლებული იყო "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმის გამო, იჯდა ქუთაისის ციხეში, საიდანაც მოახერხა გაქცევა. ქუთაისის ციხიდან გაქცევის გამო გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს, განთავისუფლდა 1912 წლის 16 მარტს. 1917 წელს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიული კომიტეტის, აღმასკომისა და საოლქო მიწათმოქმედების გამგეობის წევრი; 1918 წელს აირჩიეს გუმისთის კოოპერაციული კავშირის გამგეობის წევრად, ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მეთამბაქოეთა სამაზრო კომიტეტს. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი და სამეგრელოში 1905 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |