შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1973-1985წწ. - არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2002წწ. - ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი; წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; კადრების მომზადებისა და ასპირანტურის განყოფილების ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლის (კასპის რეგიონის) ტოპონიმია", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტოპონიმებისა და გვარსახელების წარმოება და ურთიერთმიმართება ქართულში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.477; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 591 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |