The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან იორაშვილი

ლევან იორაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს.

1983-1993წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლავით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილოზნიეპი") - კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ ინჟინრად; 1993-1998წწ. სამშენებლო ფირმა "ფენიქსის" დირექტორად; 1998-2007წწ. სახელმწიფო საწარმო "მასპინძელის" დირექტორად; 2007-2011წწ. შპს "რედლაინის" დირექტორად; 2011 წლიდამ მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგი"-ს ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში, აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: პუშკინის ქუჩის №5 და №7-ში მდებარეშენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის რეკონსტრუქცია, სავაჭრო ცენტრი ერისთავის ქუჩაზე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქცია, "ჭრელი აბანოს" რეკონსტრუქცია, მრავალბინიანი კომპლექსი მ. მაყაშვილის ქუჩაზე, რიგი საცხოვრებელი სახლები საბურთალოს, გლდანის, მუხიანისა და ნაძალადევის მიკრორაიონებში, ქ. თბილისის მუსიკალური სასწავლებლის რეკონსტრუქცია, შსს-ს შავნაბადას სპეციალური დანიშნულების ოპერატიული ცენტრისა და ქალაქის სამმართველოს ბაზის რეაბილიტაცია (ქ. თბილისში) და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვია მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 134


გააზიარე: