The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით წულუკიძე

დავით წულუკიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ისტორია-პედაგოგიკა 1983 წელს. 

1977-1979წწ. ქობულეთის მე-7 საშუალო სკოლის უფროსი პიონერხელმძღვანელი; 1979-1980წწ. სოფ. წყავროკას საშუალო სკოლის უფროსი პიონერხელმძღვანელი; 1983-1984წწ. სოფ. ხუცუბნის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1984-1989წწ. გვარას საშუალო სკოლის დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი; 1989-1996წწ. ქობულეთის პირველი სკოლის დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი; 1996 წელს აჭარის ა/რ პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996 წელს აჭარის ა/რ ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1996-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.392

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1996-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1996-1999)

გააზიარე: