The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან მენაბდე

დარეჯან მენაბდე
Date of birth:1954  (71 years)
Category:Literary scholar, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1987წწ. - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1987-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტი; 1996-2006წწ. - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ექსპედიციებში. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რუსული თემატიკა ქართულ სამოგზაურო-მემუარულ ლიტერატურაში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.480; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: litinstituti.ge

Bibliography


Share: