შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინგა მილორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს; სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ლიტერატურის განყოფილებაში; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი. ლიტერატურული წერილების, მოთხრობების, ზღაპრების, ერთი რომანისა და ლექსების ავტორი. მუშაობდა ახალი და უახლესი ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემებზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "XX ს-ის პირველი ნახევრის ქართული მოთხრობა", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.481; არმური: armuri.georgianforum.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |