The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ფაღავა

მამია ფაღავა
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

განათლება: ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1979 წელს - თხილნარის საშუალო სკოლა (აჭარის ა/რ), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1979-1981წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, იდეოლოგიური განყოფილების ლაბორანტი; 1981-1984წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მიზნობრივი ასპირანტი; 1985-1987წწ. - ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, რუსული ენის კათედრის ლაბორანტი; 1987-1991წწ. - ამავე ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1991-1992წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1992 წელს - ამავე უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1993 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1998 წელს - ქართული ენის კათედრის გამგე; 2000 წლიდან - მ. აბაშიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დიალექტოლოგიისა და ფოლკლორის განყოფილების გამგე, ცენტრის უფროსის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2004 წლიდან -  ქართული ენის კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან (შეთავსებით) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ყოფილი მ. აბაშიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი) დირექტორი, სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი; 2006-2007წწ. - რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2008-2009წწ. - სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი; 2006 წლიდან -  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი; 2009 წელს - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდეგ განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის) პროფესორი; 2013 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდეგ განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის) პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროქართული სალიტერატურო ენა, ქართული დიალექტოლოგია, ქართული ლექსიკოლოგია. 170-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი (აქედან 17 მონოგრაფიაა), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004). პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწილაკი ახალ ქართულში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ენის სამხრული კილოების ფონემატური სტრუქტურა", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.492; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: