The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიოლა ფურცელაძე

ვიოლა ფურცელაძე
ოფიციალური სახელი:ვიოლეტა ფურცელაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 2021  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება 1950 წელს; ამავე ფაკულტეტის გერმანული ენის კათედრის ასპირანტურა - 1953 წელს.

1954 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრაზე, 1954-1959 - მასწავლებელი; 1959-1961წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1961-1999წწ. - დოცენტი; 1999-2006წწ. - პროფესორი; 1973-1994წწ. - გერმანული ენის კათედრის გამგე; 1994-2006წწ. - გერმანული ენის და რომენულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრა, პროფესორი. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი; ქართულ ენაზე აქვს თარგმნილი ა. ზეგერსის, ლ. ფრანკის და ლ. ფოიხთვანგერის ნაწარმოებები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "რთული სახელადი შემასმენელი გერმანულ ენაში და მისი ქართული ეკვივალენტები", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტექსტი როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი გაცხადება", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.492; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: