The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა კაცაძე

კობა კაცაძე
Date of birth:20 March, 1972  (53 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით და მიენიჭა არქიტექტორის კვალიფიკაცია 1996 წელს.

1989 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. ბათუმის სამხატვრო კომბინატის მხატვარ გამფორმებლად; 1990-1996წწ. იყო ქ. ბათუმის №4 მიკრორაიონის გამგეობის მხატვარ-არქიტექტორი; 1997-1998წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო თანამშრომლობისა და ადგილობრივი არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობის ორგანოების კოორდინაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1998-1999წწ. იყო აჭარის ა/რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ადგილობრივი არქიტექტურული სამსახურის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1999-2004წწ. ამავე განყოფილების უფროსი; 2004-2006წწ. მუშაობდა აჭარის ა/ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურული საქმიანობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2006 წლიდან ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, ინდმეწარმის სტატუსით, არქიტექტურული საქმიანობის სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულია არაერთი ობიექტის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტი, ასევე სპორტული ნაგებობების პროექტები, მათ შორის: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ქ. ბათუმში, სოფ. აწყურის საჯარო სკოლის (კახეთი), წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლმუზეუმი სოფ. ბაკურციხეში (კახეთი), აბასთუმანის ევ. ხარაძის სახელობის ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის, დახურული ტიპის მრავალფუნქციური სპორტდარბაზის ქედის რაიონში, მე-3 და მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონების ქ. ტყიბულში, ქ. ხაშურში, ქ. საჩხერეში და ქ. ყვარელში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 142-143


Share: