შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კახეთელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 2001 წელს. 1999-2001წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ბლოკჯორჯიაში" არქიტექტორის თანაშემწედ; 2001-2004წწ. არქიტექტორად; 2001-2003წწ. პარალელურად, შეთავსებით თბილისის სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის პედაგოგად; 2004-2007წწ. ქ. რუსთავის მერიის საპროექტო ორგანიზაციაში, შპს "ხუროთმოძღვარი"-ს არქიტექტორად; 2009-2013წწ. იყო "K სტუდიო"-ს მთავარი არქიტექტორი; 2014-2017წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის: სავაჭრო ცენტრ "რივერსაიდი"-ს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (2009), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქ. თბილისში (2006), ბრიტანეთის საელჩოს კულტურის განყოფილების (2001), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დ. წყნეთში და დიღმის მასივში, ქ. თბილისი (2008-2010) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 143-144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |