Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეგლარი კახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1986 წელს. 1986-1996წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალში ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1996-1998წწ. იყო აჭარის ა/რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საექსპერტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1998-2004წწ. აჭარის ა/რესპუბლიკის იმავე სამინისტროს ტექნიკური დოკუმენტაციის საექსპერტო ბიუროს უფროსი; 2004 წლიდან საპროექტო ორგანიზაცია შპს "კონსტრუქტორი-21"-ს დირექტორია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ ბათუმის კომპლექსური განაშენიანების საქმეში, აგრეთვე მრავალი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობაში ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 145-146 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |