The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კეკელია

ვახტანგ კეკელია
Date of birth:13 December, 1939
Date of death:2016  (at 76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1965 წელს.

1965-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის №7 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ იყო უფასო სამუშაოთა მწარმოებელი; 1976-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის №7 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985-1987წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "თბილწყალკანალის" სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1987-1993წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სარემონტო-სამშენებლო ტრესტ "თბილრემმშენის" №8 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან იყო შპს "თბილმშენი 8"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებული იყო არაერთი საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: სავაჭრო ცენტრების "ვარკეთილისა" და "გლდანის" მ/რაიონებში, ღვინის კომპანია "სამებას" სათაო ოფისის, კომპანია "ომეგას" სათაო ოფისის, რესტორანი "ძველი თბილისი"-ს, დავით აღმაშენებლის გამზირისა და ლესელიძის ქუჩის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის, შადრევანი სასტუმრო "ივერიის" (ამჟამად "რედისონ ბლუ") წინ, ათეული ათასობით საცხოვრებელი სახლების მ/რაიონებში და სხვა; აქტიურად იყო ჩართული მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაჭის რეგიონის შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების შესრულების პროგრამაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 146-147


Share: