The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ჭანტურია

ვალერი ჭანტურია
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 2021  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის საგზაო ინსტიტუტის ავტოსატრანსპორტო ფაკულტეტი 1966 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1959-1960წწ. წალენჯიხის N2 ჩაის ფაბრიკის მუშა; 1960-1961წწ. წალენჯიხის საგზაო განყოფილების მუშა; 1961-1963წწ. წალენჯიხის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მუშა; 1967-1970წწ. წალენჯიხის ავტოსატრანსპორტო საწარმოს უფროსი დისპეჩერი; 1970 წელს წალენჯიხის ს/მ სამმართველოს უფროსი ინჟინერ-მექანიზატორი, წალენჯიხის ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი; 1970-1971წწ. წალენჯიხის პარტიის რაიკომის ინსტრუქტორი; 1972-1973წწ. წალენჯიხის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1973-1978წწ. წალენჯიხის აღმასკომის თავმჯდომარე; 1978-1988წწ. წალენჯიხის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1988 წელს აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორი; 1988-1991წწ. კპ წალენჯიხის რაიკომის პირველი მდივანი; 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ეკონომიკის დარგში; 1999-2004 საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟრიტარული, მაჟორიტარი №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს მთავრობის უმაღლესი ჯილდოები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.393

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", ფრაქციის მდივანი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (2001-2004)

გააზიარე: