შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ ჭანტურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესთა მექანიზაცია 1979 წელს. 1971-1973წწ. აბაშის ეთერზეთების მეურნეობა-ქარხანა; 1979-1980წწ. აბაშის აგროსამრეწველო გაერთიანების უსაფრთხოების დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო საქმის უფროსი ინჟინერი; 1980-1985წწ. საქსახკომსოფლტექნიკის აბაშის რაიონული გაერთიანების ვაჭრობის ჯგუფის უფროსი ინჟინერი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ავტოტექმომსახურების სადგურის უფროსი; 1985-1987წწ. საქსოფლტრანსის აბაშის ასს ავტოტექმომსახურების სადგურის უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1987-1988წწ. კეთილარის მეცხოველეობის კომპლექსის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მ.შ.; 1989-1992წწ. გაერთიანება საქნაირბითუმვაჭრობის დირექტორი; 1992-1997წწ. აბაშის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1999-2001წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №63 აბაშის საარჩევნო ოლქიდან; 2001-2003წწ. აბაშის რაიონის გამგებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.394 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |