The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კეჩხუაშვილი

დავით კეჩხუაშვილი
Date of birth:14 July, 1953  (71 years)
Category:Architect, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1978წწ. მუშაობდა ქ. ტოლიატის ავტოქარხანა "ვაზ"-ში საპროექტო სამმართველოს არქიტექტორად; 1979 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გიპროტორგი"-ს თბილისის ფილიალში არქიტექტორად; 1981-1983წწ. ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის მთავარ არქიტექტორად; 1983-1985წწ. კვლავ დაიწყო მუშაობა საპროექტო ინსტიტუტ "გიპროტორგი"-ს თბილისის ფილიალში - პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1985-1987წწ. საპროექტო ორგანიზაცია "ინტურისტპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1987 წელს დააფუძნა სამშენებლო-საპროექტო კომპანია "ოქტაედრი", შემდეგ კორპორაცია "აპექსი", სადაც იმუშავა 1991 წლამდე; 1991 წელს სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში, სადაც ეწეოდა სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობას; 1994-1996წწ. იყო საქართველოს სავაჭრო წარმომადგენლის მთავარი მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში; 1996 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1999 წლამდე მუშაობდა "ჯორჯიანინვესტ ბანკი"-ს პრეზიდენტის ფინანსურ მრჩევლად; 2005 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტი"-ს დირექტორის მოადგილედ; ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას პროექტირებისა და მშენებლობის სფეროში; დამუშავებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტის პროექტში; მის შემოქმედებას მიეძღვნა ვრცელი წერილი ჟურნალ "სტილი"-ს 2009 წლის 31 ნომერში; 2011 წლიდან არის არქიტექტორთა კავშირის ლიცენზირებული არქიტექტორი; 2011 წელს მიენიჭა გაეროს საერთაშორისო სამეფო აკადემიის აკადემიკოსისა და საპატიო დოქტორის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 148

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (2010-)

Share: