Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუხამედ ვანილიში![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სარფი, ხელვაჩაურის რაიონი. ხელმძღვანელობდა სოფელ გონიოს კომკავშირის ორგანიზაციას; იყო სასოფლო-საზოგადო მოსამართლე, აჭარის ალკკ კომიტეტის პლენუმის წევრი, გონიოს სოფსაბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მუხამედ ვანილიში დიდ აღმზრდელობით მუშაობას აწარმოებდა ლაზებში, ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას და სხვ. 1937 წელს არჩეულ იქნა აჭარის განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. მუხამედ ვანილიშის ხელმძღვანელობით სოხუმში ლაზურ ენაზე გამოდიოდა კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტსა და აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის ორგანო "მჭითა მურეცხი" ("წითელი ვარსკვლავი"). ლაზურ ენაზე დაწერა პიესები: "აღები ცუდ სიზმრებს ხედავენ", "მამედის ლოთობა" და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მუხამედ ვანილიშის მოთხრობა "ზექიე", მის მოთხრობებში ასახულია ლაზების დაბეჩავებულ-დამონებული ცხოვრება, შემდეგ კი განთავისუფლება და კულტურული აღორძინება. წარმოშობით ლაზი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.116 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |