The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ვარძიელი

Date of birth:25 August, 1897  (127 years)
Date of death:19??
Category:Economist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, (ახალქალაქის ყოფილი მაზრა) ასპინძის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში და სტატისტიკის კურსებზე (1924). 1916-1917 წლებში მონაწილეობდა სტუდენტთა პოლიტიკურ გამოსვლებში, ამავე დროს - მოსკოვის ქართულ სათვისტომოსა და პოლკის კომიტეტში, ხოლო 1919-1920 წლებში ახალციხის სათვისტომოში, 1921 წლიდან კი პროფკავშირში. 1922-1924 წლებში იყო თბილისის აღმასკომის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის სექციის გამგე. თანამშრომლობდა შემდეგ გამოცემებში: "ერთობა" (1918-1919), "კომუნისტი" (1922-1923), "აღმასკომის მოამბე" (1923-1924), "Заря Востока" (1923) და სხვ. 1920 წელს შეისწავლა კურორტი აბასთუმანი და ამ თემაზე დაწერა მონოგრაფია. 1924 წელს შეადგინა "ტფილისის მაზრის სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების შესწავლა და მათემატიკური სტატისტიკა". სტატისტიკოსი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.152


Share: