The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე ომიაძე

სალომე ომიაძე
Date of birth:30 March, 1969  (56 years)
Category:Linguist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1991 წელს; ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა - 1994 წელს; დოქტორანტურა - 2006 წელს.

1991-1994წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრის ასპირანტი; 1995-1997წწ. – ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელი; 1997-2006წწ. – ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 1993-1995წწ. - ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1995-1996წწ. - სატელევიზიო სტუდია "აუდიენცია", სტილისტ-რედაქტორი; 2004-2009წწ. - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), 2004-2007წწ. – მიწვეული ლექტორი (ასოცირებული პროფესორი), 2007-2009წწ. – სრული პროფესორი; 2008-2016წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი (ასოცირებული პროფესორი); 2011-2015წწ. - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2015-2018წწ. – ამავე ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან – ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. კვლევის ძირითადი მიმართულებები: ლინგვოკულტუროლოგია, ქართული ენის სტილისტიკა, პრაგმატიკა, სემიოტიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, პედაგოგიკა. სამეცნიერო შრომების ავტორი. ერთი რომანის, 7 მოთხრობის, 100-ზე მეტი საბავშვო ლექსის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიტყვათა სემანტიკური ჯგუფები და "შეუძლებელი შეხამებანი" თანამედროვე პოეზიის ენაში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული დისკურსის ლინგვოკულტურულ შემადგენელთა სტრუქტურა, სემანტიკა და ფუნქციონირება", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.484; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

Bibliography


Share: