შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელინა ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ექსპერტიზის ფაკულტეტი მაგისტრის აკადემიური ხარისხით ქიმიკოს ექსპერტის კვალიფიკაციით. სადოქტორო დისერტაციის თემა: "მდინარე მაშავერასა და მდინარე ფოლადაურის წყალშემკრები აუზების გეოეკოლოგიური მონიტორინგი", დაიცვა 2014 წელს და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: გარემოს დაცვით სფეროში სხვადასხვა კუთხით გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: გერმანია, ირლანდია, ჰოლანდია, ფინეთი, ესტონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ა.შ.; 2016 წელს გაცვლითი პროგრამით წყლის მართვა წყლის ჩარჩო დირექტივს შესაბამისად იმყოფებოდა UNESCO-IHE institute for water education ინსტიტუტში დელფტში; ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას; გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და კომფერენციებზე; არის თანაავტორი წიგნებისა: "ეკოლოგიური პრობლემები (თბილისი, 2014); 2018 წელს გამოვიდა ახალი წიგნი მისი თანაავტორობით "მძიმე მეტალები საქართველოს ნიადაგებში" (2018); ლამბერტის აკადემიურმა გამოცემამ გამოსცა წიგნები მისი თანაავტორობით: "მიწის რეფორმა პოსტსაბჭოთა სივრცეში" (2019, morebooks.de); Impact of Heavy metals in soils on health of children’s and adolescents" Book of Lamberts publishing company (2020); 2021 წელს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (SP-21-417) "ვენახი და გარემო" მონაწილე და ავტორი (თ. ურუშაძე, გ. წერეთელი, ე. ბაქრაძე, გ. ალექსიძე, ა. თხელიძე); არის ათი პროფესიული ორგანიზაციის წევრი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ტექნიკური შემფასებელი ISO 17025-ის მიხედვით აკრედიტაციის ცენტრში; 2017 წლის ნოემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი; 2017 წლის აგვისტოდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ექსპერტი შემფასებელი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიის მოწვეული წევრი; 2018-წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული (მეორედ, საგრანტო ხელშეკრულება № YS-18-888) "ქვემო ქართლის ეკოსისტემების მძიმე ლითონებით დაბინძურების ინტეგრირებული კვლევა და გავლენა სასურსათო პროდუქტების უვნებლობაზე"; პერმანენტულად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, როგორც ეროვნული ან რეგიონალური ექსპერტი, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ რეგიონალურ, საერთაშორისო და ეროვნულ პროექტში; 2018-წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურ (გმნკდგრ) ცენტრში (აკრედიტაციის № GAC-TL-0198) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან მოღვაწეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიარა სხვადასხვა თანამდებობრივი საფეხურები დაწყებული სტაჟიორიდან; 2011-2020წწ. იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის უფროსი; მისი ლაბორატორიაში მოღვაწეობის პერიოდში დაინერგა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეთოდები, როგორიცაა მძიმე მეტალების განსაზღვრა პლაზმურ ემისიურ სპექტრომეტრზე, პესტიციდებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების განსაზღვრა გაზ ქრომატო მას სპექტრომეტრსა და გაზურ ქრომატოგრაფზე, ანონებისა და კათიონების განსაზღვრა იონურ ქრომატოგრაფზე და ა.შ. რის საფუძველზეც 2014 წელს თავისი არსებობის მანძილზე სააგენტოს ლაბორატორიამ პირველად მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მიხედვით; ასევე 2020 წლის აპრილში მისი ხელმძღვანელობით აღებული იქნა აკრედიტაცია ახალი ისო 17025: 2018 სტანდარტის შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში აზბესტის 6 ბოჭკოს ანალიზში (ლაბორატორია პირველი იყო საქართველოში ვინც ამ კუთხით აიღო საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აკრედიტაცია FTIR ხელსაწყოზე); 2020 წლიდან არის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2020 წლის თებერვალში იყო ნომინირებული "2022 Twas award in chemistry" მეცნიერებათა მსოფლიო აკადემია განვითარებად ქვეყნებში მეცნიერების წინსვლისთვის 2022 წლის ჯილდოზე; 2022 წლის იანვრიდან სსსტც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 2022 წლიდან სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ქიმიურ რისკ ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში სამეცნიერო კონსულტანტი. მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური მე-80 ღია კონფერენციის ჯილდო, თემა: "მდინარე მაშავერასა და ფოლადაურში თანამედროვე გეოეკოლოგიური დახასიათება" (2012); 2018 წელს გადაეცა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო "სსიპ-საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" მიერ, როგორც საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |