The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა კვეტენაძე

ვაჟა კვეტენაძე
Date of birth:2 June, 1940  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს.

1964 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მუშაობდა სამშენებლო ნაწილში, სარაკეტო ბაზების მშენებლობაზე, ოფიცრის რანგში; 1966-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანმშენი"-ს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1972წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1972-1978წწ. იყო საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი ინჟინერი; 1978-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროს ინჟინრად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 2004-2013წწ. იყო ქ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელი, 2014-2016წწ. ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა არაერთი სამრეწველო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: წიგნის ფაბრიკა დიღომში (ქ. თბილისი), საშუალო სკოლები და საბავშვო ბაღები ქ. რუსთავში, მარნეულის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროსა და ბოლნისის რაიონებში; საავადმყოფოები ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში, სამშობიარო სახლი ქ. ჭიათურაში, სამამულო ომის ინვალიდთა ჰოსპიტალი, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ქ. თბილისში და სხვა; მრავალი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 151-152


Share: