The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭელიძე

დავით ჭელიძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბასების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო-სამრეწველო მშენობლობის ფაკულტეტი  1990 წელს.

1984-1986წწ. სამხედრო - სავალდებულო სამსახურის - ასეულის ზემდეგი, ამჟამად - თადარიგის ოფიცერი; 1988-1990წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის წევრი; 1987-1991წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარაგბო გუნდის წევრი; 1988-1995წ. "ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის" (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტური კომიტეტის თავმჯდომარე, გაერთიანებული სტუდენტური კომიტეტის თავმჯდომარე, ცხუმ - აფხაზეთის ბიუროს კურატორი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პარტიის ცენტრალური აპარატის უფროსი, პოლიტიკური მდივნის მოადგილე, მთავარი კომიტეტის წევრი, მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი); 1992 - წლის საპარლამენტო არჩევნებში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" საარჩევნო შტაბის წევრი; 1992-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 11.04.2012-21.01.2013წწ. მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 21.01.2013- 28.02.2014წწ. მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014 წლის 28 თებერვლიდან მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს ნაძალადევის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.395; ქალაქ თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი სამანდატო, დეპუტატის ეთიკისა და პრივილეგიების კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი" , წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო", წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1996)

გააზიარე: