The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე
Date of birth:21 March, 1960  (65 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს; 1996- 2000წწ.  "ეკდსა" და "კაადის" ფონდების სტიპენდიატი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში (პატრისტიკის კვლევების ინსტიტუტში); 2000-2001წწ. ფლობდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო სტიპენდიას; 2002- 2003წწ. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის გეორგ ფორსტერის სტიპენდიას გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში; გერმანულ ენაზე მონოგრაფიის დასაწერად 2006 წელს და 2008-2012წწ. ფლობდა გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიისა და ჰუმბოლდტის ფონდის ერთობლივ სტიპენდიებს; 2006-2014წწ. იყო მოწვეული მკვლევარი რამდენიმე გერმანულ უნივერსიტეტსა და Propaganda Fide-ს ისტორიულ არქივში (იტალია); კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კვლევითი გრანტის მფლობელი. 

1984-1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1983–2006წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2012წწ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის მთავარი ექსპერტი; 2006–2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით; 2017–2021წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო: ლინგვისტური იდეების ისტორია; შუა საუკუნეების კვლევები, ციფრული ჰუმანიტარია; კორპუსული ლინგვისტიკა; ძველი ქართული ფილოლოგია; იყო რექტორის მრჩეველი კვლევისა და სწავლების მიმართულებით; ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი; 2022 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი, ლინგვისტიკის დოქტორი (1988).

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Bibliography


Share: