The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ რობაქიძე

მერაბ რობაქიძე
Date of birth:24 April, 1938  (87 years)
Category:Literary scholar, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1962 წელს; ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის ასპირანტურა - 1965 წელს.

1966-1970წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1970-1980წწ. - ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980-2000წწ. - არმენოლოგიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2000-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის დოცენტი; 2004 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობდა ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონების შექმნაში. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შუშანიკის წამების" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.486; არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

Bibliography


Share: