შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა რუსიეშვილი![]()
ბიოგრაფიაგანათლების მიმართულება ინგლისური ენა და ლიტერატურა. 1990-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო სამეცნიერო ცენტრი "კვალი", ინგლისური ენის მასწავლებელი; 1991-1995წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის დოცენტი; 1993-1995წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 1995-2001წწ. - ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 2001-2006წწ. - ინგლისური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 2006-2009წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2014წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე; ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; ინგლისური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანდაზა - ფუნქციური არის, სემანტიკური სტრუქტურა, პრაგმატული პარამეტრები (ინგლისურ და ქართულ მასალაზე)", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.487; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |