The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან თორაძე

Date of birth:1915
Date of death:20 August, 1942  (at 27 years)
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

დაამთავრა ბაკურციხის ღვინის წარმოების ტექნიკუმი, პროფესიით აგროტექნიკოსი.

იყო 35-ე პოლკში ოცეულის პოლიტხელმძღვანელი, უმცროსი ლეიტენანტი. 1942 წელს ლევან თორაძე მობილიზაციით გაიწვიეს წითელ არმიის რიგებში, მოსკოვზე გერმანელთა ჯარების შეტევისას ის შეუერთდა არალეგალურ ნაციონალისტურ-მეამბოხე ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ლევან თორაძის "დანაშაულებრივი საქმიანობის" შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ იგი იყო "ფაშისტურ-კონტრრევოლუციური" არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრი და აქტიურად მუშაობდა ცალკეული პირების გადასაბირებლად. ლევან ივანეს ძე თორაძე ცნეს დამნაშავედ, ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა 1942 წლის 20 სექტემბერს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. (იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი, საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას). რეპრესირებული.

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა : (სამანელები) / ნატა თეთვაძე.-თბ.,2021.-გვ.20 (dl.sangu.edu.ge)


Share: