The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა შავიანიძე

შალვა შავიანიძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1942  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით 1940 წელს; სწავლობდა ასპირანტურაში.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, 1941 წლის 27 აგვისტოს შალვა შავიანიძე საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, უმცროს ოფიცერთა მოსამზადებელი კურსების დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მსახურობდა ავჭალის მსროლელთა 35-ე სათადარიგო პოლკში. 1942 წლის 10 იანვრის იგი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, მას ბრალად ედებოდა "არალეგალურ-კონტრრევოლუციური ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა, შეთქმულებაში მონაწილეობის მიზნით ადამიანების გადაბირება და აჯანყებისათვის მზადება. ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა შალვა შავიანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. (იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი, საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას). რეპრესირებული.

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა : (სამანელები) / ნატა თეთვაძე.-თბ.,2021.-გვ.23 (dl.sangu.edu.ge)


გააზიარე: