The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ჯოგლიძე

კოტე ჯოგლიძე
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ჯოგლიძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1942  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

სწავლობდა პედაგოგიურ სასწავლებელში, 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყო მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი.

მეორე ომის დაწყებისთანავე, კოტე ჯოგლიძე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ბაქოში ოფიცერთა სასწავლებელში გაგზავნეს. მან რუსული ენის არცოდნა მოიმიზეზა და უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც იგი ავჭალის ქართულ დივიზიაში მსახურობდა. კოტე ჯოგლიძე კარგად ფლობდა გერმანულ ენას. იგი 1942 წლის 10 იანვარს დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა აქტიური ხელმძღვანელი კონტრრევოლუციური არალეგალური ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური ხელმძღვანელობა და სხვა წევრების გადმობირება:  "1941 წლის ზაფხულში მსჯავრდებული კონსტანტინე ჯოგლიძე მობილიზებული იყო წითელი არმიის რიგებში. მან ჩამოაყალიბა არალეგალური ნაციონალისტური სამხედრო-მეამბოხე ორგანიზაცია, რომელმაც მიზნად დაისახა შეიარაღებული გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და "დამოუკიდებელი საქართველოს" აღდგენა. მიზნის მისაღწევად კონსტანტინე ჯოგლიძემ გამოიყენა ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება, როდესაც გერმანელთა ჯარებმა საბჭოთა კავშირის დიდი ტერიტორია დაიპყრეს და დღითიდღე წინ მოიწევდნენ. ის აქტიურად იბირებდა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში როგორც სამოქალაქო, ასევე 35-ე პოლკის სამხედრო პირებს". კოტე ჯოგლიძეს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა 1942 წლის 20 სექტემბერს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. 

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.30 (dl.sangu.edu.ge)


გააზიარე: