Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეპიფანე ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა 1934 წელს. 1919 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლებსა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ლექციებს კითხულობდა შემდეგ დისციპლინებში: ზოგადი ბიოლოგია, ბიოლოგიის ისტორია, დარვინიზმის კურსი; იყო ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სხვ. როგორც მეცნიერ-მუშაკი ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, კითხულობდა საჯარო ლექციებს მუშათა აუდიტორიებსა და წითელი არმიის ნაწილებში. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მისი რედაქტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.159 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |