შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტან სულავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება 1972 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1975 წელს. 1976-1977წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ლათინური ენის მასწავლებელი; 1976-1984წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რუსთველოლოგიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების სწავლული მდივანი; 1990-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მოწვეული ლექტორი; 1993-1998წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრის ლექტორი; 1985-1997წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რუსთველოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-1999წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რუსთველოლოგიის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2006წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურის კათედრის მოწვეული პროფესორი; 1999-2006წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რუსთველოლოგიის განყოფილება, წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 2007-2009წწ. - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წელს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-2017წწ. - გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პროფესორი; 2007-2018წწ. - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რუსთაველი და ძველი ქართული სასულიერო პოეზია", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მე-12-13 საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფიის მხატვრული სპეციფიკა", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.490; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |