Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰამლეტ ჭიპაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1965 წელს. 1963-1965წწ. საკავშირო სააქციონერო საზოგადოება "ინტურისტის" გიდ-თარჯიმანი; 1965-992წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში: 1965-1969წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1969-1974წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საოქმო-საკონსულო განყოფილების გამგე; 1974-1987წწ. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილე, საოქმო საიდუმლო განყოფილების გამგე; 1981-1992წწ. საქართველოს ტელე-რადიო სახელმწიფო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი; 1990-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის უფროსი; 1995-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; 1995-1997წწ. საქართველოს დიპლომატიური აკადემიის კათედრის გამგე; 1998-1999წწ. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აჭარის ა/რ წარმომადგენლის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.398 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |