The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ახობაძე

გიორგი ახობაძე
დაბადების თარიღი:1965  (60 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1984-1989 წლებში სწავლობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში სახვითი ხელოვნებისა და შრომის ფაკულტეტზე; 1982-1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი პროფესიების სახვით ფაკულტეტზე. 

მუშაობს ფერწერის დარგში. ხელოვანი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში. მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში: "თაობათა ცვლა", ჯგუფური გამოფენა, გალერეა "სფუმატო", თბილისი, საქართველო (2018); ჯგუფური გამოფენა, დუბაი (2017); ჯგუფური გამოფენა, დიაგილევის ცენტრი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი (2015);  ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მიძღვნილი საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი, თბილისი, საქართველო (2013); საქველმოქმედო გამოფენა, Art-Line გალერეა, თბილისი, საქართველო (2011); პერსონალური გამოფენა მამია ახობაძესთან ერთად, "მზიური", მოსკოვი, რუსეთი (1995); საგაზაფხულო გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, (1988-1989). ფერმწერი.

წყარო: ქართული ხელოვნების პირველი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა საქართველოში - დარაბა: daraba.art

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1989-)

გააზიარე: