შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მუშაობდა საბჭოთა "ათეისტთა" საზოგადოების დირექტორად. საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი გიორგი ახობაძე 1941 წლის ნოემბერს ჩაერთო არალეგალურ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დამხობა შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, დადგენილებაში გიორგი ახობაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ (საქმე N1964) ნათქვამია, რომ "ის იყო არალეგალური კონტრრევოლუციურ-მეამბოხე ორგანიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა შეიარაღებული აჯანყების გზით. გიორგი ახობაძეს ჰყავდა რეპრესირებული მამა და უკმაყოფილო იყო არსებული წყობით. ჯერ კიდევ 1938 წელს ბრალდებული გაწევრიანებული იყო სტუდენტურ დაჯგუფებაში. ომის დაწყებისას თავის მეგობრებთან ერთად შეუდგა არალეგალური ორგანიზაციის შექმნას და დაუკავშირდა კიდევ ერთ არალეგალურ ორგანიზაციას, რომელიც ფუნქციონირებდა ავჭალის 35-ე პოლკში. გიორგი ახობაძემ თავი დამნაშავედ ცნო". გიორგი ახობაძეს 1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით (განაჩენი N194) მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.53 (dl.sangu.edu.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |